კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლელა ჯეჯელავა - არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს

ნახვები: 652 ლელა ჯეჯელავა - არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს

მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტისთვის, რადასთვისა და ომბუდსმენისთვის მიმართვას ხელს ლელა ჯეჯელავაც მოაწერს.
ლელა ჯეჯელავა თვლის, რომ სააკაშვილის უფლებები დღეს ირღვევა.

"პირველი და უმთავრესი, გავიარე ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს აბულინგებდნენ იმით, რომ შენ თუ ამ ხელისუფლების მიმართ რაიმე პრეტენზია გაქვს, ხარ მიშისტი და ნაციონალი. არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს. ყველაზე ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არის იქ, რომ საქმეები, რომლებიც პრეზიდენტის წინააღმდეგ არის აღძრულ იდა რიტორიკა ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისა, არის აბსოლუტურად აცდენილი, რაც ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს, როდესაც საუბარია, რომ პრეზიდენტს ედავებიან გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას და არა უშუალოდ გირგვლიანის მკლელობას და უშუალო გამოსვლებში ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებენ ისეთ რიტორიკას, სადაც ბრალს უყენებენ სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელობაში, მიმაჩნია, რომ ეს არასამართლიანია, არასწორია.
ჩემთვის რატომ არის ის პოლიტიკური პატიმარი, იმიტომ, რომ მას დააბრალეს ის, რისი კადრებაც არ შეიძლებოდა - ომის დაწყება რუსეთთან. როდესაც შენ ქვეყნის პრეზიდენტს უყენებ ასეთ ბრალდებას და არ ფიქრობ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, გრძელვადიან პერსპექტივაშიც, ნიშნავს იმას, რომ შენ მორალურად იმ ადამიანთან, რომელიც ციხეში გყავს, მართალი არ ხარ,“ - ამბობს ლელა ჯეჯელავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა