კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს

ნახვები: 562 დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს

შშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ნიუ ჰემფშირის შტატში ხმათა 70%-ის დათვლის შემდეგ ტრამპი ხმების 54,4%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა სამხრეთ კაროლინას შტატის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი, რომელმაც ხმათა 43,6% მოიპოვა.

ჰეილიმ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში გამარჯვება მიულოცა, მაგრამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში რჩება.

„ჩვენ სამჯერ მოვიგეთ ნიუ ჰემფშირში, სამჯერ და ჩვენ ვიგებთ აქ ყოველ ჯერზე. ჩვენ ვიმარჯვებთ პრაიმერიზში და ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ადგილია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში გაიმარჯვა.
მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა