კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე

ნახვები: 548 იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირებაზე, – ამის შესახებ შვედური ტელეკომპანია SVT იუწყება.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ახლა ელოდება, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირების პროცედურას უნგრეთი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს.

„ვილნიუსში ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ მოიწვიონ შვედეთი ალიანსში და შვედეთმა შეასრულა თავისი ვალდებულებები. შვედეთის წევრობა ნატო-ს უფრო ძლიერსა და უფრო უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ახლა უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. ამასთან, გუშინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტენსონ მოლაპარაკებებისთვის ბუდაპეშტში ვიზიტთან დაკავშირებით მიწვევა გაუგზავნა.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა