კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეჩერების ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს

ნახვები: 532 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეჩერების ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს

ჩვენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შეჩერების ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„კონფლიქტის დაწყებიდან 109 დღის შემდეგ, სირცხვილია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჯერ კიდევ არ შეუძლია, შეაჩეროს სისხლისღვრა ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე. ღაზა ადრე ღია ციხე იყო, ახლა ის არის ბრძოლის ველი, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის, რათა გააგრძელოს თავისი პოლიტიკური ცხოვრება. არგუმენტი იმის შესახებ, რომ მიმდინარე ომი ისრაელისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, შორს არის დამაჯერებლობისგან, თუმცა, ამ არგუმენტის მომხრეები არასოდეს საუბრობენ პალესტინელების უსაფრთხოებაზე და არც პალესტინის თავდაცვის უფლებაზე“, – განაცხადა ფიდანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას ეხებოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელი „სჩადის სერიოზულ სამხედრო დანაშაულებს“ და ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამარათალსა და წესებზე დაფუძნებული წესრიგისადმი რწმენის აღსადგენად.

„თურქეთი სერიოზულად არის შეშფოთებული ცნობებით, რომ ღაზაში ისრაელის სამხედრო დანაშაულები, შესაძლოა, გენოციდად იქცეს. ჩვენ გვაქვს ისტორიული პასუხისმგებლობა ამ ომის შეჩერებისთვის“, -აღნიშნა ფიდანმა.

ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთი გამუდმებით „აფრთხილებდა“ ამ კონფლიქტის გავრცელების რისკების შესახებ, ახლა კი ეს რისკი რეალობად იქცა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ისრაელსა და მის მხარდამჭერებს, მოძებნონ დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„ღაზის მომავალი მხოლოდ პალესტინელების გადასაწყვეტია. საჭიროა ერთიანი პალესტინის ხელმძღვანელობა, რათა მიაღწიოს ეროვნულ სწრაფვას ღირსების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დროებითი ზომები არ იმუშავებს. სცენარები ომის „შემდეგ“ არ უნდა იყოს იმაზე, თუ ვინ მართავს ღაზას. ღაზას მომავალი მხოლოდ პალესტინელების გადასაწყვეტია. საერთაშორისო თანამეგობრობის წევრების უმეტესობა თანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე, ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობასა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის აუცილებლობაზე, მაგრამ არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც აიძულებს ისრაელს, განახორციელოს ეს“, – განაცხადა ფიდანმა.

ამასთან, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, ბოლო ინციდენტები წითელ ზღვაში, იემენში, ლიბანში, ერაყში, სირიაში, ირანსა და პაკისტანში ძალიან საგანგაშოა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა