კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით როცა საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, პროპორციულ არჩევნებში 50 პროცენტიც კი ვერ აიღეს

ნახვები: 548 ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით როცა საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, პროპორციულ არჩევნებში 50 პროცენტიც კი ვერ აიღეს

„ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით როცა საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, პროპორციულ არჩევნებში 50 პროცენტიც კი ვერ აიღეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, მმართველი პარტიის აქტივს გამხნევება სჭირდება, რადგან დასუსტებული პოზიციით არიან.

„ქართული ოცნება“ საკუთარ წარსულსაც არ სცემს პატივს, რადგან მაშინაც კი, როცა 2016 წელს საუკეთესო პოლიტიკური პერიოდი ჰქონდა, ამ პირობებშიც კი, არჩევნების პროპორციულ ნაწილში მათი მხარდაჭერა 50 პროცენტამდეც არ ასულა. ამ განცხადების რეალური მიზანია, რომ ერთმანეთი და პარტიის აქტივი გაამხნევონ. ჩვენი გუნდი ადამიანური რესურსებით მყარად არის წარმოდგენილი და მათ პერსონალური ურთიერთობა აქვთ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და კარგად ვიცით, რომ, დიახ, მმართველი პარტიის აქტივს გამხნევება სჭირდება, რადგან დასუსტებული პოზიციით არიან. ირაკლი კობახიძის განცხადება პარტიული აქტივის გამხნევებას სჭირდება. როცა „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით საუკეთესო ეტაპი ჰქონდა, პროპორციულ არჩევნებში 50 პროცენტიც კი ვერ აიღეს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეუძლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა