კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა

ნახვები: 602 რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ოქმი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა. ამ ნაბიჯით თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა ნატო-ში.

23 იანვარს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. წინადადებას პარლამენტის 346 წევრიდან 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. უნგრეთი რჩება ალიანსის ერთადერთ ქვეყანად, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა