კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახალხო დამცველი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

ნახვები: 473 სახალხო დამცველი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციის მიმართავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ნანა ჯალაღონიას განცხადებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის N2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს განმცხადებლის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევას.

„2024 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ.ჯ.-ს კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა.

საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება - საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, არის დაუსაბუთებელი და მომზადებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაც იწვევს ნ.ჯ.-ს შრომითი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა