თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც

ნახვები: 519 ირაკლი ღარიბაშვილი - კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც

ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

ღრაიბაშვილის თქმით, ახლა აუცილებელია, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა გაგრძელდეს.

„ბატონ სომხეთის პრემიერთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე. 15 დეკემბერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია, გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი. ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ბუნებრივია, ვგულისხმობ მსხვილ პროექტებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს და კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა