კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი - ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

ნახვები: 426 ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი - ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, დანარჩენი მოსახლეობა შემოირიგოს - მოინანიონ, ბოდიში მოუხადონ ტირანიის გამო. მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კორუფციაში იყო ჩართული, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, დეპუტატები სცემა. მიხეილ სააკაშვილი ამის სიმბოლოა და მოინანიებს თუ არა, ჩემთვის ის ისეთად დარჩება, როგორიც არის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ეს ტყუილია. შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ. პატიმარ სააკაშვილს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, რაღაც სექტა, გარკვეული ჯგუფი რომ მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამიტომ არის ქუჩებში ასკაციანი რაზმებით რომ დარბიან და არა მრავალრიცხოვანით", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა