კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლოიდ ოსტინი - არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას, მივიღებთ ყველა ზომას, რათა დავიცვათ აშშ, ჩვენი სამხედროები და ინტერესები

ნახვები: 518 ლოიდ ოსტინი - არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას, მივიღებთ ყველა ზომას, რათა დავიცვათ აშშ, ჩვენი სამხედროები და ინტერესები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აღშფოთებული და შეძრწუნებულია სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვისა და რამდენიმეს დაჭრის გამო.

მისი თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მუშაობდნენ.

„მე ვლოცულობ მამაცი ამერიკელებისთვის და მათი ოჯახებისთვის. მთელი თავდაცვის დეპარტამენტი გლოვობს მათ დაკარგვას“, – აცხადებს ოსტინი.

თავდაცვის მდივანმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფება დაადანაშაულა.

„პრეზიდენტი და მე არ შევეგუებით ამერიკულ ძალებზე თავდასხმას. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სამხედროები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა ოსტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა