კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას

ნახვები: 713 მამუკა მდინარაძე - ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას

ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში, – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება.

„ცვლილებებზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ამ შემთხვევაში, ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერჯერობით სახელის და გვარის გარეშე. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით ამ ქვეყანამ მიიღო. ამ წარმატებების ჩამონათვალი ვრცელია და შეიძლება ამის ერთ-ერთი პოზიტიური ფინალი იყოს კანდიდატის სტატუსი და შესაბამისად ამ ყველაფრისა, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება. ჩვენ, ყველანი ერთად, ერთიანი გუნდით, ერთიანი ჟინით, მონდომებით, მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს, ამაზე ვილაპარაკოთ და შემდეგ ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა