კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - გამოსავალი არსებობს, ჩვენი ერთიანობით წელს დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ

ნახვები: 573 გიორგი ვაშაძე - გამოსავალი არსებობს, ჩვენი ერთიანობით წელს დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ

ღარიბაშვილის კობახიძის ჩანაცვლებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ სრულიად აცდენილია რეალობას, აცდენილია ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ წელს დიდი გამარჯვება უნდა იზეიმოს.

„დღეს ხალხს აწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, კატასტროფული მიგრაცია, ამ დროს კი პრემიერად ნიშნავ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაეგება ეკონომიკის, იცავს მხოლოდ მის პერსონალურ ინტერესებს და უფრო ეფექტურად ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. გამოსავალი არსებობს. ჩვენი ერთიანობით დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ წელს. უნდა მოვიზიდოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, შევქმნათ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და, რაც მთავარია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მჯერა ამის და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ძალა ერთობაშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

ამასთან, დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა