კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩეხეთის პრეზიდენტი - ტრამპის გამარჯვება შესაძლოა, არ იყოს მომგებიანი უკრაინისა და ევროპისთვის

ნახვები: 550 ჩეხეთის პრეზიდენტი - ტრამპის გამარჯვება შესაძლოა, არ იყოს მომგებიანი უკრაინისა და ევროპისთვის

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ევროპას დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა სავსებით ლეგიტიმურად განიხილავს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა მოიგოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ძალიან სწრაფად გააფორმოს შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რაც, შესაძლოა, არ იყოს მომგებიანი უკრაინისა და ევროპისთვის.

„ამ შემთხვევაში ჩვენ დავდგებით ფაქტის წინაშე, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. ეს არ არის ტრანსატლანტიკური კავშირების შელახვა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ტრამპი ბევრ რამეს სხვაგვარად ხედავს“, – განაცხადა პაველმა.

პაველის თქმით, თუ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.

„მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის, რადგან, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა პაველმა.

შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „ძალიან სწრაფად“ მოაგვარებს ვითარებას უკრაინის ომთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის სიტყვებს „ძალიან სახიფათო“ უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა