კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

ნახვები: 604 ენტონი ბლინკენი - აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დასავლელი პარტნიორები გააქტიურდნენ და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის წარმატებისა და რუსეთის დამარცხებისთვის.

„დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორ სიგნალს გავუზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს კი გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის რწმენას, რომ შეუძლია, დაძლიოს უკრაინა და გაგვიმკლავდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება დასრულდა და ეს უკვე ზეგავლენას ახდენს ბრძოლის ველზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა