კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„თვალსაჩინო მიღწევებით ვხვდებით“ - პრემიერი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეზე

ნახვები: 385 „თვალსაჩინო მიღწევებით ვხვდებით“ - პრემიერი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება", - განაცხადა დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

„დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება.

ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს. მათგან ერთ-ერთი ბოლოა Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევა, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს. საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი - უდავო ლიდერია.

ეს შედეგი შესაძლებელი გახადა ჩვენი ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის ღიაობის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა