კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - გვარამიას სტრატეგია უნდა იყოს, „ნაცები“ გაქოცდნენ, მიშა ტყვეა და ნაღდი „ნაცი“ ვარო

ნახვები: 557 იაგო ხვიჩია - გვარამიას სტრატეგია უნდა იყოს, „ნაცები“ გაქოცდნენ, მიშა ტყვეა და ნაღდი „ნაცი“ ვარო

გვარამია უგუნური ადამიანი არ მგონია, ვფიქრობ, მალე მიხვდება, რომ მისი სტრატეგია მცდარია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ხვიჩიას თქმით, გვარამია სხვა სტრატეგიას თუ აირჩევს, წარმატებული იქნება.

„პირიქით, გვარამიამ უნდა თქვას, რომ ნაღდი „ნაცია“ – ყველაზე „ნაცი“ ვარ, ვინც „ნაცებში“ არიან, ისინი „ნაცები“ არ არიან და როგორც ჭეშმარიტმა „ნაცმა“, არ დავტოვე ოპოზიციური ბრძოლა და წავედი სხვა ფორმატებში, სადაც ნამდვილი ოპოზიციური ბრძოლა უნდა გავაჩაღოო. გვარამიას სტრატეგია უნდა იყოს – „ნაცები“ გაქოცდნენ, მიშა ტყვეა და ნაღდი „ნაცი“ ვარო. თუ ამას აირჩევს, წარმატებული იქნება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა