Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ბაიდენი - უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში ეს არ არის ის, რასაც მე ვეძებ

ნახვები: 569 ბაიდენი - უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში ეს არ არის ის, რასაც მე ვეძებ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა, როგორ უპასუხოს იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, რომლის შედეგადაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

როგორც მედია წერს, ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენს არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილება, რომელიც თეთრი სახლის მთავარ მრჩევლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა ოფიციალური პირების განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში და არ სურს ომი ირანთან.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს არ არის ის, რასაც მე ვეძებ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ირანი პასუხისმგებელი მომხდარ თავდასმაზე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ირანს პასუხისმგებლობას იმ გაგებით აკისრებს, რომ ისინი აწვდიდნენ იარაღს მათ, ვინც შეტევა განახორციელა.

შეგახსენებთ, იორდანიაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, სულ მცირე, 34 კი დაშავდა. ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა