კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს

ნახვები: 541 ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს

ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დანიის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიკსენმა, პეტრ ფიალამ, კაია კალასმა და მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, Financial Times-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის შეიარაღებისთვის კოლექტიური ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება, როგორც საერთო ევროპული პასუხისმგებლობა, დაადასტურონ. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვისას წარმატების მიღწევას.

„გასული წლის დასაწყისში, ევროკავშირმა ამბიციური მიზნის მიღწევის ვალდებულება აიღო. 2024 წლის მარტის ბოლომდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიგვეწოდებინა. მკაცრი სიმართლე: ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.

მათივე თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც ევროპის, ისე უკრაინის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს.

„თუ უკრაინა დამარცხდება, გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები ყველა ჩვენგანისთვის გაცილებით მაღალი იქნება. ჩვენ ევროპელებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ევროპის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული", - აღნიშნულია წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა