კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ტერმინი „შეეწირა“ არის უადგილო“, -თურნავა ტიკარაძეზე

ნახვები: 544 „ტერმინი „შეეწირა“ არის უადგილო“, -თურნავა ტიკარაძეზე

„ტერმინი „შეეწირა" არის უადგილო", - განაცხადა, დღეს, 10 დეკემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ, 9 დეკემბერს, „ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე დატოვა, თუმცა გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია. მან თქვა, რომ მოღვაწეობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

„ვერ დაგეთანხმებით, თვითონ ტერმინი „შეეწირა" არის უადგილო. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად ჩვენ მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებეთ მედია რაიმე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვადასხვა ადგილზე გადანაცვლება. ის გუნდის წევრად რჩება. გარკვეული ეტაპი, რაზეც მან თვითონ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა ჩავლილია პანდემიასთან ბრძოლის და ახლა ახალი ეტაპი იწყება. ამას ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება", - განაცხადა თურნავამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა