კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა გვარამია - ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა

ნახვები: 492 ნიკა გვარამია - ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა

ვფიქრობ, საქართველოში ამ არჩევნებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა საქართველოში საარჩევნოდ სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა, კომპეტენციის მიმართულებით ოპოზიციას სამუშაო აქვს საკუთარ კომისიის წევრებთან.

“ოპოზიციას, პირველ რიგში, სჭირდება საკუთარი პოზიციების გამყარება საარჩევნო კონტროლის დროს.

არ მგონია, ვინმემ არ იცოდეს, რომ კომისიების ოპოზიციურ წევრებს ძალიან ხშირად კომპეტენციის პრობლემა აქვთ და ასევე, წესიერების პრობლემაც აქვთ ხოლმე. ჩვენ ნანახი გვაქვს ძალიან ბევრი გაყალბებული ოქმი, ე.წ. გამწვანებული უბნები, სადაც ოპოზიციის წევრები ხელს აწერენ, ზოგი შეცდომით და არაკომპეტენტურობის გამო და ზოგი იმის გამო, რომ დაინტერესება აქვს. ამიტომ ამ მიმართულებით ოპოზიციას მუშაობა მართებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც კომისიის წევრები ჰყავს იმიტომ, რომ ყველას არ ეყოლება კომისიის წევრები, სამწუხაროა, მაგრამ ასეა.

ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია, ვიტყოდი, ფუნდამენტური და გადამწყვეტი. არანაირი სადამკვირვებლო მისია ამის საპირწონე ვერ იქნება, რამხელაც არ უნდა იყოს ეს სადამკვირვებლო მისია. თუმცა, სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა, რაც შეიძლება დიდი მოცულობით, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, შეფასების ადეკვატურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის შეფასებები, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის ადეკვატური არ იყო ან ზედმეტად რბილი იყო. მე ვფიქრობ, საქართველოში ამ არჩევნებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა დაუშვან არც შიდა და არც საერთაშორისო აქტორებმა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მოლაპარაკებებზე.

“განცხადებები გავაკეთე, ყველა პროდასავლურ პარტიასთან კომუნიკაცია მაქვს, ყველას ვერ ჩამოვთვლი. შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვინც თვითონ დაადასტურა მოლაპარაკებების შესახებ, ეს არის ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. “ლელოს” მე მოვიაზრებ, მე დიდი სურვილი მაქვს, “ლელომაც” უნდა მოიაზროს თავი, ეს ორმხრივი სურვილი უნდა იყოს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა