კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო გეგმა

ნახვები: 559 ირაკლი კობახიძე - ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო გეგმა

ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო გეგმა, ეს გეგმა პირველ რიგში გულისხმობს ცხრა პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივი კომუნიკაცია აქვს ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

„გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მეც აქამდეც მქონდა პირადად მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის აქტიურად ვიმუშავებთ ცხრა პუნქტის შესრულებაზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ მას განსაკუთრებული, სუბიექტური დამოკიდებულება ექნება პარლამენტთან.

„ბუნებრივია, განსაკუთრებული სუბიექტური დამოკიდებულება მექნება პარლამენტთან, რაც შეიძლება რაღაცნაირად აისახოს ჩემს საქმიანობაზე, თუმცა არსებითად გაგრძელდება პროცესები იმ რეჟიმში, როგორც წარიმართებოდა აქამდე. წარმატებული იყო მთავრობის საქმიანობა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა დარგი მიმოვიხილოთ მთავრობის წევრებთან ერთად და სადაც არის გაუმჯობესების რესურსი, ყველგან ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას“, – აღნიშნა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა