კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ასე შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩაერთო პოლიტიკაში და მისი აქტივობებიც არის საჯარო

ნახვები: 531 მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ასე შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩაერთო პოლიტიკაში და მისი აქტივობებიც არის საჯარო

საჯაროობას არქმევთ მხოლოდ ინტერვიუს. საჯაროდ დაბრუნება კი არა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთო. პოლიტიკაში ჩართვა ნიშნავს, რომ მან მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც არის საჯარო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს: „სამთავრობო გუნდში როტაციამ დაიმსახურა თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან მოწონება, ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნდა, მაგრამ სიტყვით არ გამოსულა“.

„საჯაროა ნებისმიერი დეპუტატის საქმიანობა და ყველა ინტერვიუს არ იძლევა. მაგრამ, ახლა რაც შეეხება იმას, გადაწყვეტილება ვინ მოიწონა და ვინ არა, რა თქმა უნდა, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოზე გვქონდა ასეთი საერთო შეთავაზება, რომ მას პრემიერობის პოსტი არ დაეტოვებინა სულ მცირე ზაფხულამდე და ამის შემდეგ, როდესაც უკვე საარჩევნო მარათონი უკვე აქტიურად დაიწყებოდა, შემდეგ ყოფილიყო ეს ცვლილება. მაგრამ მან ასე არჩია, ეს იყო მისი გადაწყვეტილება და საბოლოო თანხმობა მიიღო პოლიტსაბჭოს ყველა წევრისგან. მათ შორის საპატიო თავმჯდომარისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა