კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - მთავრობის დამტკიცებისას ფორმალური კითხვების დასმას შინაარსი არ აქვს, თუ რამეა, ისე ვკითხავ კობახიძეს და მეტყვის

ნახვები: 552 იაგო ხვიჩია - მთავრობის დამტკიცებისას ფორმალური კითხვების დასმას შინაარსი არ აქვს, თუ რამეა, ისე ვკითხავ კობახიძეს და მეტყვის

მგონი, არანაირი საფუძველი არავისთვის არ მიმიცია, უმრავლესობაში გადავდივართ თუ არა, ეჭვი ჰქონდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში პრემიერისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, განხილვებს დაესწრება, თუმცა კითხვების დასმას არ გეგმავს.

„შენ თუ პრემიერს და მის კაბინეტს მხარს უჭერ, ესე იგი, უმრავლესობაში გადასულხარ. მე მგონი, არანაირი საფუძველი არავისთვის არ მიმიცია, უმრავლესობაში გადავდივართ თუ არა, ეჭვი ჰქონდეთ. რაც შეეხება განხილვებს, მე ხალხმა ამირჩია ამ შენობაში და ვალდებული ვარ, რომ ჩემი საქმე კვალიფიციურად შევასრულო, ყველაფერს დავესწრო, რაც აქ ხდება, თუ საჭიროა იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გამოვიტანო, კითხვები დავსვა და ადამიანებს მოვუყვე ამის შესახებ. ასე ვიქცევი აქ შემოსვლის დღიდან და ვიდრე ვარ ამ პარლამენტის შენობაში. ხალხი უფრო მეტ მანდატს ვიდრე არ მომცემს, რომ მხოლოდ ამბავი კი არ გამოვიტანო, არამედ რამე შევცვალო, მანამდე ხალხს ვეტყვი იმის შესახებ, რასაც ვნახავ ამ შენობაში. არანაირი კითხვა არ მაქვს. ისედაც, რა კითხვებიც შეიძლება არსებობდეს, იმაზე მაინც არ მიპასუხებენ და ფორმალური კითხვების დასმას, მგონი, შინაარსი არ გააჩნია. თუ რამეა, ისე ვკითხავ კობახიძეს და ისე მეტყვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა