კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილჰამ ალიევი - მშვიდობა შესაძლებელია, თუ სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი პრეტენზიები დასრულდება

ნახვები: 629 ილჰამ ალიევი - მშვიდობა შესაძლებელია, თუ სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი პრეტენზიები დასრულდება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს დე ფაქტო მშვიდობა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ალიევის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარებაა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის შესახებ, რაც სომხეთის კონსტიტუციაშიცაა აღნიშნული.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სომხეთის სარჩელები ასევე შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება და ყარაბაღის გამოყოფა აზერბაიჯანისგან.

როგორც ალიევმა აღნიშნა, მშვიდობა შესაძლებელია, თუ ასეთი პრეტენზიები დასრულდება და სომხეთის კონსტიტუციაში, სხვა დოკუმენტებში ცვლილებები შევა.

„სომხეთის კონსტიტუციისა და სხვა დოკუმენტების შეცვლის შემთხვევაში, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა