კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 387 „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს - ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა" უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები",- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დღეს, 14 დეკემბერს განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ენმ-ისგან შერიგებასა და დეესკალაციაზე საუაბრი არის აბსოლუტური ფარსი.

„ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად სუსტდება, მათ შორის იმის გამო, რომ არჩევნები წააგეს და იციან, სამი წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება. მათ შორის იმის გამო, რომ მათი ბელადი ციხეშია. „ნაციონალური მოძრაობა" უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე შერიგებასთან დაკავშირებით იყო ძალიან მარტივად გასაშიფრი, ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან. ძალიან მარტივად გაიშიფრა.

ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ იმ განცხადებამ, რომელიც 21 დეკემბრის აქციას და ზოგადად აქციებს უკავშირდება. მათი რეალური ბუნება ვერ შეიცვლება. მათი რეალური ბუნება არის ის, რომ მუდმივად არიან მიდრეკილნი დესტრუქციისკენ, ქვეყნისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებებისკენ, ამას ისინი ვერ მოიშლიან. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან შერიგებასა თუ დეესკალაციაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი, ამ ფარს ვერ გავყვებით. ჩვენ გავყვებით იმ მოცემულობას, რომელიც არის სინამდვილე. ის დესტრუქციული ძალაა", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა