კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას შევქმნით

ნახვები: 578 ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას შევქმნით

„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“, „გამარჯვების კოალიცია“ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით ღირსეულ სამუშაო ადგილებს და ღირსეულ ანაზღაურებას, - ამის შესახებ განცხადება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნასაკირალში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი სეზონურ სამუშაოებზე სხვა ქვეყანაში მიდის, ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში ადამიანებს მუშაობა ეზარებათ.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამბობს, რომ ადამიანებს მუშაობა ეზარებათ, არადა ვართ გურიაში, სადაც შევხვდით ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში გადადიან სეზონურ სამუშაოზე, ძალ-ღონით სავსე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოადგნენ საქართველოს ეკონომიკას, ეკონომიკური დოვლათი შექმნან საკუთარ ქვეყანაში, ოჯახებს ღირსეული შემოსავალი მოუტანონ, მაგრამ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ აქვთ, საქართველოში აქვს მხოლოდ ივანიშვილს, მის თანამდებობის პირებს, რომლებიც ძარცვავენ ამ ადამიანებს და მდიდრდებიან თვითონ. ამ ხალხისთვის არ არის ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა, არადა ჩვენ ვხედავთ და ბევრი ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ იშრომონ და უნდათ მათსავე ქვეყანაში გამოიმუშაონ ეს თანხა, არ მოსწყდნენ შვილებს, არ მოსწყდნენ დედებს, მამებს, ბებია-ბაბუებს. უნდათ, რომ ამ ქვეყანაში იყოს ის ეკონომიკური დოვლათი, რომ იმუშაონ აქ და ჩვენ მათ ვპირდებით, რომ გამარჯვებისთანავე ვიზრუნებთ ამ ადამიანების ღირსეულ დასაქმებაზე იმ პროექტების ფარგლებში, რაც „გამარჯვების კოალიციას“ აქვს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხედვა თუ როგორ უნდა შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი.

„დღეს გურიაში ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარესთან და ლიდერებთან ერთად. ახლა ვართ სოფელ ნასაკირალში, გამარჯვებულ სოფელში, სადაც აეროპორტი უნდა გაკეთდეს, დასაქმდეს უამრავი ადგილობრივი თუ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებს რასაც ვთავაზობთ, ეს არის ღირსეული დასაქმება, ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა არ მოუწიოთ წასვლა ემიგრაციაში, ბავშვები არ დარჩნენ დედების და მამების გარეშე და ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხედვა თუ როგორ უნდა შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ კარგად. ყველა ქართველის ადგილი არის საქართველოში, მათთვის შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები, რომელსაც შექმნის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებში გამარჯვებისთანავე”, - განაცხადა ბესო ქათამაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა