კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ეს არის სპეციფიური დაზიანება... გადაიტანა ძალიან დიდი ტრავმა, წამება“ - კონსილიუმის წევრი ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

ნახვები: 450 „ეს არის სპეციფიური დაზიანება... გადაიტანა ძალიან დიდი ტრავმა, წამება“ - კონსილიუმის წევრი ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ესაჭიროება, რაც ამ ეტაპზე მის მკურნალობაში გათვალისწინებული არ არის," - განაცხადა დღეს, 14 დეკემბერს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გეგელიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და შიმშლობის 50-ე დღეს გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა დღეს გამოქვეყნდება.

"მას სჭირდება ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ეს კომპონენტი არ არის გათვალისწინებული მთელი ამ პერიოდის მკურნალობაში. მას არანაირი ფსიქო-ნევროლოგიური მკურნალობა არ ჩატარებია, არადა აქვს ახლა მკვეთრად გამოხატული ე.წ. პოსტ ტრავმული, სტრესული, ნევროლოგიური დარღვევა. ეს არის სპეციფიური დაზიანება, რომელიც ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს დიდი ტრავმა, სტრესი. ჩვენ ვიცით, რომ მე-18 დაწესებულებაში ის ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა, წამებაც შეიძლება ითქვას. ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. ფსიქოთერაპევტი არ არის ჩართული საქმეში და სტრესიც მოხსნილი არ არის. საგანგაშოა ნამდვილად მდგომარეობა, იმიტომ, რომ ამ სინდრომის არმკურნალობა გამოიწვევს ძალიან ძირფესვეულ ძვრებს მის ორგანიზმში, რომლის მკურნალობას მერე შეიძლება, თვეები დასჭირდეს", - თქვა გრიგოლ გეგელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა