პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 36 სამიზნეზე მიიტანეს იერიში

ნახვები: 663 აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 36 სამიზნეზე მიიტანეს იერიში

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს. „ბიბისის“ ცნობით, დარტყმები განხორციელდა იემენში 13 ადგილას 36 სამიზნეზე.

ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

„მაღალი სიზუსტის ეს დარტყმები მიზნად ისახავს შეაფერხოს და შეასუსტოს შესაძლებლობები, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებენ გლობალური ვაჭრობისა და უდანაშაულო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად, და არის პასუხი „ჰუსიტების“ უკანონო, საშიშ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვები სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები. ასევე განადგურებულია სანაპიროზე მდებარე დრონების მართვის ცენტრი.

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივ დარტყმებამდე, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს „ჰუსიტების“ ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზე, რომლებიც მზად იყო წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ გასაშვებად. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, რაკეტები წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს ამერიკული სამხედრო ხომალდებისთვის და სავაჭრო გემებისთვის რეგიონში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა