თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დევიდ ქემერონი - „ჰუსიტების“ უგუნური ქმედებები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

ნახვები: 639 დევიდ ქემერონი - „ჰუსიტების“ უგუნური ქმედებები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმები წითელ ზღვაში უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ქემერონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეებზე მორიგი დარტყმები განახორციელეს. მათი უგუნური ქმედებები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ემუქრება საზღვაო მიმოსვლის თავისუფლებას და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. „ჰუსიტების“ თავდასხმები უნდა შეწყდეს“, – წერს დევიდ ქემერონი.

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს იემენში 13 ადგილას, 36 სამიზნეზე.

ეს არის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა