კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორი - მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი, ბრალდებულების უფლებაა აღიარებენ თუ არა

ნახვები: 667 ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორი - მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი, ბრალდებულების უფლებაა აღიარებენ თუ არა

ქოლ-ცენტრების საქმეზე მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი, - ამის შესახებ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საქმეზე აქტიურად თანამშრომლობს შვეიცარიასთან.

„ჩვენ ამ საქმეზე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შვეიცარიის კონფედერაციასთან, შესაბამისად, მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი. მათი უფლებაა აღიარებენ თუ არა. რაც შეეხება პირებს, ისინი არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თუმცა გამოძიება გრძელდება და ბუნებრივია, შესაბამისი შედეგების შესახებ გაცნობებთ“, - განაცხადა სადრაძემ.

მანამდე აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა