კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„მგონი უკვე „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა“ - ელენე ხოშტარია

ნახვები: 377 „მგონი უკვე „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა“ - ელენე ხოშტარია

„ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ძალიან ხელოვნურად დაჩქარდა, ე.წ სასამართლო პროცესები - მგონი უკვე „ოცნებაც" აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა" - განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

შეგახსენებთ: ნიკა გვარამიას პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

„ვხედავთ, რომ ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ძალიან ხელოვნურად დაჩქარდა ე.წ სასამართლო პროცესები. მგონი უკვე „ოცნებაც" აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა. ეს ყველაფერი კი ხდება იმ განცხადებების ფონზე, რომ თითქოს პოლარიზაციის დაძლევა არის ამოცანა, რა თქმა უნდა, ეს ორი ერთად შეუთავსებელია. მე აბსოლუტურად ღია ვარ, დავჯდე ამ თემაზე სასაუბროდ თუმცა არ ვაპირებთ, რომ თავი მოვიტყუოთ, შევეგუოთ პოლიტიკურ დაჭერებს და ამან შეანელოს რაიმე სახით ბრძოლა, ამ ადამიანების უფლებებისთვის. დღესაც ამიტომ ვარ სასამართლოზე. დღეს ოპოზიციაში კონსულტაციები გვექნება სწორედ ამ თემაზე. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამასთან გაჩერებას და შეგუებას", - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება იყოს გამოსავალი.

„არ ვიცი რამდენად გამოსავალია მულტიფუნქციური კლინიკა, მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტალურად არის დასაფიქრებელი, როგორ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მას ტრავმის შემდეგ აქვს კონკრეტული გართულებები, ანუ უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი ცუდ ხასიათზეა კი არ არის საუბარი, მას აქვს ნევროლოგიური დაზიანებები, რომელსაც სჭირდება გარკვეულ პირობებში აღდგენა. ეს არის სახელმწიფოს მოქმედებების შედეგად დამდგარი ჯანმრთელობის ზიანი და ეს არის კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი, ამიტომ არ ვიცი, არ მქონია ამ საკითხზე კონსულტაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოსავალი. საზღვარგარეთ რეალური რეაბილიტაციის საშუალება ნამდვილად იქნება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა