კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფულის გათეთრების საქმე - რა ვერდიქტს გამოუტანს მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს

ნახვები: 403 ფულის გათეთრების საქმე - რა ვერდიქტს გამოუტანს მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს

ფულის გათეთრების საქმე - დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბოლო პროცესი იმართება.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში ოპოზიცია მხარდამჭერ აქციას მართავს. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია და ასეთი ქმედებებით ხელისუფლება ოპონენტების ჩამოშორებას ცდილობს.

შეგახსენებთ: ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

„დღეს ჩვენი ადვოკატები კიდევ ერთხელ აჩვენებ საზოგადოებას, თუ რამდენად აბსურდული და შინაარსს მოკლებულია ის ბრალდება, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს სამი წელიწადია ჩვენი დევნა და შემდგომ დასრულდება ჩვენი სხდომა ჩვენი სიტყვით. დღეს არის ბოლო სხდომა, შემდგომ იქნება უკვე გადაწყვეტილება გამოცხადებული სავარაუდოდ ორი კვირის განმავლობაში", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს მამუკა ხაზარაძეც.  . 

„ერთხელ და საბოლოოდ ვიტყვი, რომ არანაირი დარღვევა, არა თუ ფულის გათეთრება, არანაირი დარღვევა ამ საქმეში არ ყოფილა. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, რატომ გაიწელა ეს ყველაფერი 3 წელი?გაიწელა იმიტომ, რომ აქ ებრძვიან წარმატებას, ამ ქვეყანაში, აქ ებრძვიან იმას, რომ ქართველებს არ შეუძლიათ წარმატებული საქმის კეთება, და თუ გამოუვიდათ ეს საქმე, აუცილებლად იქ უნდა იყოს დანაშაული, დარღვევა ან ვიღაცის დახმარება", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა