კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება

ნახვები: 498 თეონა აქუბარდია - სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება

სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება - ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებით ქვეყნისთვის უკეთესობისკენ არაფერი იცვლება და კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება.

„თუ ავიღებთ ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამებს, ეს არის აბსოლუტურად იდენტური ტექსტი, თუმცა ამ იდენტური ტექსტის მიუხედავად, არის გარკვეული განსხვავებები, რაც არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ 9 რეკომენდაცია გვაქვს განსახორციელებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად და ნატო-ში წევრობაც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ რჩება გაცხადებულ ეროვნულ ინტერესად, ყოველ შემთხვევაში, ხალხის. მოცემულობაში, როდესაც ნატო-ში გაწევრიანება იცვლება ნატო-ში ინტეგრაციად, რაც დაქვეითებაა, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, არაფერი არ არის ნათქვამი, რა ფორმით უნდა მოხდეს ამის გაუმჯობესება, როდესაც „ქართული ოცნება“ დეოკუპაციას გვპირდება და მათ შორის, არც კი არის მოხსენიებული გაგრძელდება თუ არა მუშაობა ეროვნული ხედვაზე, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს ნიშნავს, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, არამედ კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი გაგრძელდება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა