კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს - უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა

ნახვები: 559 შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს - უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა

უვიზო რეჟიმი [რუსეთთან] ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

რაც შეეხება დეპუტატის კიდევ ერთ შეკითხვას, თუ რატომ არ ჯარიმდება საქართველოში მოძრავი რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები, მინისტრობის კანდიდატი პასუხობს, რომ არამხოლოდ რუსული, არამედ ყველა ქვეყნის ავტომობილი ჯარიმდება კანონდარღვევის შემთხვევაში.

„საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდებოდა. უვიზოსთან დაკავშირებით განცხადება ჩვენ გუნდს არაერთხელ გაუკეთებია, უვიზო რეჟიმი ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის. რუსული მანქანები არ ჯარიმდებაო. ყველა მანქანა ჯარიმდება, არამარტო რუსული, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თუ არამეზობელი, ევროპული - ყველა [ჯარიმდება]. აქამდე არ ჯარიმდებოდა, მართლა ასე იყო. პროგრამა ვერ კითხულობდა, რაც უკრაინის ომი დაიწყო, მას შემდეგ პროგრამა დაიწერა და ახლა ჯარიმდება, მითუმეტეს, მივიღეთ კანონი, რომ როდესაც მანქანა გავა, ვეღარ შემოვა, თუ ჯარიმა არ გადაიხადა ანუ ჩვენ იძულებითი უფლება არ გვაქვს, რომ საზღვარზე დავაკავოთ ადამიანი თუ გადის და ვთქვათ, 50-100 ლარიანი ჯარიმა როცა აქვს.

თუმცა, როდესაც უკან შემოდის, უფლება გვაქვს, აღარ შემოვუშვათ. შესაბამისად, იძულებულია ის ადამიანი, რომ გადაიხადოს. აქამდე საერთოდ არ ჯარიმდებოდნენ“, - განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა