კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

ნახვები: 429 მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

„ფულის გათეთრების" საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი რეპლიკების ეტაპზე გადაიდო.

სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რეპლიკისთვის დრო სჭირდებათ.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა, პროკურატურა "თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს".

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუკი, სხდომას რამდენიმე დღით გადადებს, განაჩენის გამოცხადება სადღესასწაულო დღეებს დაემთხვევა. "მე რომ გადავდო, გამოდის, რომ თქვენ სადღესასწაულო დღეებზე იმხიარულებთ და მე აქ უნდა გავატარო", - განაცხადა არევაძემ, რასთან დაკავშირებითაც, ავთანდილ წერეთელმა უთხრა: "მარტო ხომ არ იქნებით, ყველა ერთად ვიქნებით".

საბოლოოდ, რეპლიკების ეტაპით სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა