Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

17 წლის გოგონა მუქარით ხსნის იმას, რომ მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

ნახვები: 493 17 წლის გოგონა მუქარით ხსნის იმას, რომ მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

დასავლეთ საქართველოში 17 წლის მოზარდის მამის მიერ გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, გოგონამ ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ნაყოფი, სავარაუდოდ, დაიღუპა, მოზარდმა კი კლინიკა დღეს დატოვა.

როგორც ადგილობრივმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს.

„იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“,- განუცხადა გოგონას თანასოფლელმა „რადიო თავისუფლებას“.

გარდა ამისა, ვრცელდება სკოლის დირექტორის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ მოზარდმა სკოლა გასულ წელს დაამთავრა და მისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, შვილის სასკოლო ცხოვრებაში დედასთან ერთად, მამა აქტიურად იყო ჩართული.

„საახალწლო ზეიმზეც იყო სკოლაში მოსული. ვისაუბრეთ კიდეც, მისთვის არ შეგვიტყვია არაფერი, ჩვენთვისაც შოკი იყო ეს ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული ცვლილება არ შეგვიმჩნევია. არავის მოუტანია ამბავი, რომ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდა, ან ძალადობის მსხვერპლი იყო. კარგი მოსწავლე იყო. ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ წელს ჩაბარება გადაიფიქრა, ინგლისურში დამატებით უნდა მოვემზადოო. ახლო მეგობრები ჰყავდა, 24 საათი ერთად იყვნენ და არავის შეუმჩნევია მასში რადიკალური ცვლილება“,- განუცხადა სკოლის დირექტორმა „რადიო თავისუფლებას“.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა