კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - მე არ დამიშავებია არაფერი, რაშიც მადანაშაულებენ

ნახვები: 516 მიხეილ სააკაშვილი - მე არ დამიშავებია არაფერი, რაშიც მადანაშაულებენ

გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები, ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია, მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა. როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზეა.

„მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს: „პრეზიდენტი იყო და ალბათ რაღაცას დააშავებდა“. მე არ დამიშავებია არაფერი, რაშიც მადანაშაულებენ. მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და, ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები. სანამ პირში სული მიდგას, არცერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის. მე ყველაფერი გადავდე ამ ბრძოლისთვის, ძალიან კომფორტული და პატივისცემით გარშემორტყმული გარემო, ჩემი პირადი ცხოვრება, იმიტომ, რომ ვგრძნობდი, რომ არ შემეძლო, გვერდიდან მეყურებინა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობისა და იმის, თუ როგორ ნადგურდება საქართველო. გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ. მთავარია, დავინახოთ ერთმანეთი, ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, არავის მივცეთ, საშუალება გადაგვიაროს და მოგვსპოს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს სააკაშვილი.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა