პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო

ნახვები: 588 ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო

ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს უნგრეთის პარლამენტის სხდომას, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ. შესაბამისად, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა, სულ მცირე, 26 თებერვლამდე გადაიდო. სწორედ ამ დროს დაბრუნდებიან უნგრელი პარლამენტარები ზამთრის არდადეგებიდან.

ცნობისთვის, უნგრეთი ნატო-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი არ დაუმტკიცებია.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა პარლამენტში ამ საკითხის განხილვამდე, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთში ჩასვლა შესთავაზა. ამ პოზიციას დაეთანხმნენ უნგრეთის მმართველი პარტიის წევრი დეპუტატებიც.

თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისთვის უმჯობესია, თუ ის უნგრეთში მას შემდეგ ჩავა, რაც ამ ქვეყნის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაამტკიცებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა