კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლაფ შოლცი - პუტინის გათვლა, რომ დასავლელი მოკავშირეები კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ, არ იმუშავებს

ნახვები: 541 ოლაფ შოლცი - პუტინის გათვლა, რომ დასავლელი მოკავშირეები კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ, არ იმუშავებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლეთის ქვეყნებს კვლავ მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ კიევის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ.

„მტკიცედ მომხრე ვარ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ შეიტანოს იმხელა წვლილი, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოლოდინი, რომ ეს საკითხი თავისთავად მოგვარდება, არ გამართლდეს”, - აღნიშნა შოლცმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან, გაბრიელ ატალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი მოკავშირეები, რაღაც მომენტში, კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ. "ეს არის გზავნილი, რომელიც მკაფიოდ უნდა გაეგზავნოს მას როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან: ეს გათვლა არ იმუშავებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

თავის მხრივ, გაბრიელ ატალმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი აპირებს გააფართოოს უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, არამედ იარაღზეც. ამავდროულად, ატალმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მიწოდებული იარაღის ხარისხსაც, რადგან ის უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სტანდარტებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინელებმა საკუთარი თავი დაიცვან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა