პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ხვიჩა კვარაცხელია არანაირ სქემას არ ემორჩილება

ნახვები: 554 ხვიჩა კვარაცხელია არანაირ სქემას არ ემორჩილება

იტალიურმა გამოცემამ, Football Italia-მ სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩია და წამყვანი იტალიური გამოცემების ყველაზე საინტერესო კომენტარები გამოაქვეყნა.

„ვერონასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა. „ნაპოლი“ აუტსაიდერთან 0:1-ს აგებდა. სირილ ნგონგემ 79-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე კვარაცხელიამ შორიდან დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვება მოუტანა.

La Gazzetta dello Sport

„პირველ ტაიმში ისე ჩანდა, თითქოს, კვარაცხელია „ვერონასთან“ მარტო თამაშობდა, მეტოქის კართან ყველა სახიფათო მომენტი მისი აქტიური თამაშის შემდეგ შეიქმნა. ძალიან მონდომებული იყო და გამარჯვების გოლის გატანა დაიმსახურა“.

Corriere dello Sport

„როდესაც ყველას ეგონა, რომ დამთავრდა, „ნაპოლი” ვეღარაფერს გახდებოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ შორიდან დაარტყა, განსაცვიფრებელი სილამაზის გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა – ის ანგელოზია, რომელიც „ნაპოლის“ გადაეფარა. კვარა არის ფეხბურთელი, რომელიც არანაირ სქემას არ ემორჩილება და არავინ იცის, აქვს თუ არა მის ნიჭს საზღვარი“.

Corriere della Sera

„კვარაცხელია თავისი მაღალი კლასი მატჩის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოავლინა და საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი დარტყმით „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა“.

იტალიურმა გამოცემებმა ხვიჩას თამაში ასე შეაფასეს:

Gazzetta dello Sport – 7.5

Corriere dello Sport – 7.5

Corriere della Sera – 7

Tuttosport – 7

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა