კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი-ქართველებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ

ნახვები: 454 ლევან იოსელიანი-ქართველებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ

„ეროვნული თანხმობა აუცილებელია, რათა იმ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რაც ქვეყანას აქვს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რაღაც ფორმატის შექმნა, სადაც სულ მცირე, საუბარი დაიწყება.

„ერთ სივრცეში შეკრება, როცა ამას ფასილიტატორები არ ესწრებოდნენ, წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართველებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ. ამ საუბრის დასაწყისია ის, რომ ერთმანეთს შევხვდით, მივესალმეთ და ამის შემდეგ შეიძლება, ნაბიჯები გადაიდგას. ეროვნული თანხმობა აუცილებელია, რათა იმ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რაც ქვეყანას აქვს. განსაკუთრებით, რეგიონულ ჭრილში რუსეთის აგრესიის ფონზე", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ,

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გუშინ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „დროას", „ლეიბორისტების", „ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" ლიდერები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა