კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ

ნახვები: 506 ირაკლი კობახიძე - უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ

ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე უკრაინის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

კობახიძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან პოლიტიზირება არაფერ შუაშია.

„პოლიტიზირება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზირება? ქვეყნის უსაფრთხოებაც პოლიტიკური საკითხია, მაგრამ პოლიტიზირება არაფერ შუაშია. ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, სუს-ის მიერ გავრცელებული ფაქტები იმის დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში მეორე ფრონტი სურთ.

„როცა ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა და ძალიან შემაშფოთებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც სუს-ის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საელჩომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საელჩო დაინტერესებასა და მზადყოფნას გამოხატავს სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის, რათა გარემოებები ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გაირკვეს, ასევე რეალური ორგანიზატორები დადგინდეს.

უკრაინის საელჩო ქართული მხარეს მოუწოდებს, ეს საქმე პოლიტიზირებისთვის არ გამოიყენოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების კონტრტერორისტული ცენტრის მიერ საქართველოში 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს. სუს-ის ცნობით, მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7, ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული. უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა