კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე დავითაშვილს - ბატონო ლევან, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ?

ნახვები: 555 გიორგი ვაშაძე დავითაშვილს - ბატონო ლევან, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ?

ბატონო ლევან [დავითაშვილი], ამ ეკონომიკურ ციფრებზე რომ საუბრობთ, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ? -ამ კითხვით მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ელიტისთვის ყველაფერი არის და ხალხისთვის არაფერი.

„სამწუხაროდ, რაც ხდება, ქვეყანაში არსებულ რეალობას მთლიანად აცდენილია. კითხვა არის, რატომ არის ასეთი უმუშევრობა, რატომ გარბის ქვეყნიდან ამდენი ადამიანი, რატომ იზრდება ასე კატასტროფულად ფასები, ვინ აგებს პასუხს ამ ყველაფერზე. რატომ გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა ქვეყანაში, რატომ შემცირდა ასე კატასტროფულად შობადობა, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული და ფაქტობრივად, დემოგრაფიული გენოციდი არის ქვეყანაში. არ შეიძლება ასე სწრაფ-სწრაფად ოთხი მინისტრი დროზე გავატაროთ. ეს არ არის ხალხთან ანგარიშვალდებულება. პარლამენტი საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ხალხის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს. ბატონო ლევან, [დავითაშვილი] ამ ეკონომიკურ ცირებზე რომ საუბრობთ, თქვენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ხომ არ ხართ? კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. თქვენი შემოსავალი ყოველთვიურად რომ იყოს 211 ლარი, როგორც არის დღეს საშუალოდ საქართველოში, ჩათვლიდით, რომ კარგად ცხოვრობთ? თქვენ და თქვენს ოჯახს ეს შემოსავალი დააკმაყოფილებდა? ამაზე გამეცით პასუხი. 408 ლარზე ცხოვრობს ერთი ადამიანი ქვეყანაში, ეს ნორმალურია? თუ ამხელა ზრდაა ქვეყანაში, რატომ არაფერი იცვლება? იმიტომ, რომ ელიტისთვის ყველაფერი არის და ხალხისთვის არაფერი. 300 ათასამდე ადამიანი სამუშაო ადგილს ეძებს. სად და საქართველოში, ჩაიხედეთ ციფრებში. ხალხმა სიმწრისგან აღარ იცის სად წავიდეს. შიმშილის გამო, ასობით ათასი ადამიანი ქვეყანას ტოვებს. ფინანსთა მინისტრს მინდა ვკითხო, ნახევარი მილიარდი ლარი ჯარიმების სახით უკვე შემოვიდა ბიუჯეტში, 1000 ლარი, 2 ათასი, 3 ათასი ლარი, ეს ხომ პატიმრობაზე უარესია. ადამიანებს შემოსავალი არ აქვთ და ათასობით ლარით აჯარიმებთ. ანუ, კაბალურ პირობებში ცხოვრობს ქვეყანა“,-განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა