კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თორნიკე რიჟვაძე - ქედაში, შუახევსა და ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე

ნახვები: 640 თორნიკე რიჟვაძე - ქედაში, შუახევსა და ხულოში სტიქიის შედეგად დაზარალებული 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე

ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში დაიმეწყრა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.

მაღალმთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიას და მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო.

„სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის შედეგად. ჩვენი ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა ამ სტიქიურმა მოვლენებმა. მე კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. რაც შეეხება არსებულ ვითარებას: ქედის მუნიციპალიტეტიდან 70 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას, შუახევის მუნიციპალიტეტიდან – 19, ხულოს მუნიციპალიტეტში – ერთი. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. პრობლემებია გზებზე. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არა ერთი ზარი შემოდის. ვცდილობთ, ეტაპობრივად დავეხმაროთ ყველა ოჯახს საჭიროების მიხედვით. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები, თავი შეიკაონ გზებზე გადაადგილებისგან. ასევე, ყველას გვესმის, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიდთოვლობის შედეგად მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა წვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში დაიღუპა ორი ადამიანი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა