კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან დავითაშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადება არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა

ნახვები: 620 ლევან დავითაშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადება არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე ცდილობს მოსახლეობის ემოციებით თამაშს, რაც პოლიტიკური ტრიუკი და მეტი არაფერია.

ლევან დავითაშვილმა გიორგი ვაშაძის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაჭირვება მართლაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ეს პრობლემა უდგას სხვა ქვეყნებსაც და ვაშაძის განცხადებები სტატისტიკურ მონაცემებს საერთოდ არ ასახავს.

დავითაშვილის განმარტებით, ემოციებით თამაშის მცდელობა ყოველთვის ფუჭი და უსარგებლოა.

„გიორგი ვაშაძის კითხვა არ არის ახალი, ერთი და იგივე გამოსვლას ვისმენთ ხოლმე გიორგი ვაშაძისგან. წლების განმავლობაში ტექსტი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, არ იცვლება არცერთი სიტყვა, საერთოდ არ ეხება სტატისტიკას, რადგან არ არის არცერთ სტატისტიკურ მონაცემზე დამყარებული. ეს არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა. გვესმის, რომ დღეს საქართველოში მდგომარეობა არ არის საუკეთესო და ბევრ ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაშიც გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს. ამიტომ პოლიტიკური ტრიუკი და მეტი არაფერია ემოციებით თამაში, რომ მაგალითად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაიცალა, შაჰ-აბასის შემდეგ ეს პირველად მოხდა და მსგავსი რაღაცები. ქალბატონმა ნინო წილოსანმაც ძალიან მკაფიოდ უპასუხა, როგორი იყო სიტუაცია წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მოსახლეობა მართლაც გარბოდა გამოუვალი წნეხიდან. დღეს როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციაზე, მიგრაცია არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის გამოწვევაა და გვინდა, დინამიკა შევცვალოთ პოზიტიურისკენ, მაგრამ ადამიანები მიდიან ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადეთ უცხოეთში მოგზაურობა, ლეგალურად გადაადგილება, სავიზო ბარიერების გარეშე და ა.შ. ეს გამოსცადა განვითარებადმა ყველა ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირში წევრიანდებოდა ან ახალი გაწევრიანებული იყო. იგივე პოლონეთის შემთხვევაში მოსახლეობის 2 პროცენტზე მეტი იყო მიგრაცია, წლის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი მიდიოდა სამუშაოს მოსაძებნად უფრო განვითარებულ ქვეყანაში, მას შემდეგაც კი, როდესაც ქვეყანა წევრი გახდა. სამწუხაროდ, განვითარებადი ქვეყნების ყველა ქვეყანას ახასიათებს მსგავსი ტენდენცია. რაც შეეხება სტატისტიკას, 2004-2012 წლებში საშუალოდ ქვეყანას 25 000 ადამიანი ტოვებდა, ხოლო 2013-2021 წლებში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში წლიური საშუალო მაჩვენებელი 4-ჯერ შემცირდა. ჩვენ ჯერ კიდევ ნეგატიური ბალანსი გვაქვს, საქართველოდან უფრო მეტი ადამიანი მიდის, ვიდრე უკან ბრუნდება, მაგრამ ეს არის წლიური 5 700 ადამიანი და არა წლიური 25 000 ადამიანი. შესაბამისად, ნათელია, როგორ იცვლებოდა ქვეყანა 2004-დან 2012 წლამდე, ასევე ჩანს, როგორ არის ჩვენს პირობებში. ბევრ რამეზე იყო სპეკულაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა