კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლაშა ხუციშვილი - „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი ვერ გადის

ნახვები: 695 ლაშა ხუციშვილი - „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი ვერ გადის

მგონი, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის კითხვას, რომელმაც გააკრიტიკა „ლელოს“ ინიციატივა 1000 - ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ფინანსთა მინისტრს მიმართა, „რა თეორიული შანსები არსებობს ან მოიპოვება თუ არა სადმე მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა, რომ ბიუჯეტი 4 წელიწადში გაორმაგდეს“.

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.

„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის გამავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, ასეთ შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება“, - განაცხადა ხუციშვილმა ნინო წილოსანის კითხვაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა