თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ილია დარჩიაშვილი - საქართველო გააგრძელებს აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებას

ნახვები: 599 ილია დარჩიაშვილი - საქართველო გააგრძელებს აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებას

დღევანდელ რთულ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს აგრძელებს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებთან.

„გავაგრძელებთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ამის პარალელურად, კვლავ პრიორიტეტულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება. აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის დასტურია, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება, ინიცირებული რეზოლუცია თუ საკანონმდებლო აქტი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას და მის სტრატეგიულ დონეზე აყვანას, რა მიმართულებითაც უწყება აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ამ კუთხით აღსანიშნავია უკვე მიღწეული შედეგები, კერძოდ მაღალი დონის დიალოგის დაფუძნება იტალიასთან, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება რუმინეთთან, 2002 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა