კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება

ნახვები: 649 ირაკლი კობახიძე - საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება

ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი, რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, პირველ რიგში, საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება.

„როგორც მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები, სათანადო ვადებში და მაღალი ხარისხით დასრულდება სამუშაოები. ეს საკითხი იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი საქართველოს მთავრობის მხრიდან და აქტიურად ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, რათა ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს. არის სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც, რომლებზე მუშაობა გაგრძელდება. ეს არის ბათუმის შემოვლითი გზა. იქ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, კახეთის მაგისტრალი, ქვეშეთი-კობის პროექტი, ხულო-ზარზმის გზა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები, რომლებზე მუშაობაც უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში და სამუშაოები წარიმართება წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, კონკრეტული ინიციატივებია ასევე რკინიგზის მიმართულებით – 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, ასევე გაგრძელდება მუშაობა კვლევაზე ჩქაროსნული სარკინიგზო მომსახურების გასავითარებლად.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აეროპორტების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„უკვე დაწყებულია მუშაობა ვაზიანის აეროპორტის პროექტზე, რათა გაფართოვდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თბილისს შეეძლება, მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი, რაც განსაკუთრებით ჩვენი ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ პროექტზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ქუთაისთან დაკავშირებით აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება წელს დასრულდება და წელსვე დაიწყება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებას უკავშირდება. ასევე, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული მოდერნიზაცია, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა, მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, არის ძალიან სერიოზული გეგმები, რომლებიც უკავშირდება ავიაციის, აეროპორტების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა