კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქვეყანაში დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ -ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 374 ქვეყანაში დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ -ირაკლი ღარიბაშვილი

„პრობლემები რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ქვეყანაში - ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაერთიანება; უმუშევრობა და სიღარიბზე; დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს",-განაცხადა, დღეს, 18 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა


ღარიბაშვილმა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად "დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია" დაასახელა.

"გამოწვევები და პრობლემები რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ქვეყანაში - ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაერთიანება; უმუშევრობა და სიღარიბზე; დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და დაუღალავი, თავდადებული შრომით. 24 საათიანი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ყველა ეს სირთულე, ყველა ეს პრობლემა გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა
"წესრიგი დაამყარა და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა".

"მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო ხელოვნურად აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხს და ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცე დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა