კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სურამში მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი

ნახვები: 592 სურამში მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი

სურამში მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი, – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროში გადაიყვანეს ათი მოქალაქე, დანარჩენები კი, საკუთარი სურვილით, ნათესავებთან დაბინავდნენ.

თენგიზ ჩიტიაშვილის ინფორმაციით, მიწის მასა 7 თებერვალს დაახლოებით 23:00 საათისთვის დაიძრა.

"ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილი გეოლოგთან ერთად დაათვალიერეს, რომლის რეკომენდაციითაც მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანა გადაწყდა", - განაცხადა მერმა. 

ხაშურის მერის განცხადებით, გეოლოგების ჯგუფი ტერიტორიას დეტალურად ხვალ დილიდან შეისწავლის.

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა სტიქიის ზონიდან ექვსი ოჯახის გაყვანის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა. ხაშურის მერის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 40 ოჯახია უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა